2017-06-10

პროექტის „ონლაინ კლინიკა“ პრეზენტაცია გაიმართა

 სტარტაპსაქართველომ" კონკურსში გამარჯვებულიპროექტის - „ონლაინ კლინიკა" პრეზენტაციაგამართა„ონლაინ კლინიკა" წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას ინტერნეტის მეშვეობით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს 24 საათის განმავლობაში მიიღოს საფუძვლიანი კონსულტაცია კვალიფიციური და სერთიფიცირებული ექიმებისგან. ანალოგიური მომსახურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული და წარმატებულია. პროექტი საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს და მორგებულია საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებზე. ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია ხდება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, მაღალი ხარისხის ვიდეო ზარების მეშვეობით. გარდა სამედიცინო კონსულტაციისა, ონლაინ კლინიკის ექიმები გასცემენ ელექტრონულ რეცეპტებს და ასევე მიმართვებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში. სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე http://www.onlineclinic.ge/, რომელიც პოტენციურ პაციენტს მომსახურების 12, 15 და 25 ლარიან პაკეტებს სთავაზობს. ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 032 2 88 00 81 „ონლაინ კლინიკის" მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ არა მხოლოდ საქართველოს მაცხოვრებლებს, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსაც. „ონლაინ კლინიკა" „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდმა" 70 ათასი ლარით დააფინანსა, პროექტის ჯამური ღირებულება 80 ათას ლარს შეადგენს. დამწყები საწარმოების(სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას"მთავრობის ინიციატივით საპარტნიოროფონდი და ინოვაციებისდა ტექნოლოგიების სააგენტოერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპსაქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციურიკომპონენტებისგან შედგებასტარტაპსაქართველოს" 79 გამარჯვებული ჰყავს,მათ შორის 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურკომპონენტს ეკუთვნის.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

Tbilisi, oqroyana, 0114 inovaciebis quCa #7

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016