2017-04-24

„სტარტაპ საქართველო” ღია კარის დღეს მართავს

26 აპრილს , ოთხშაბათს, 18 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში „სტარტაპ საქართველო" ღია კარის დღეს აწყობს. პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებსასევე, კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სტარტაპერებისგან, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს "სტარტაპ საქართველოსკონკურსში.  თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში. (ავტობუსი ოქროყანის მიმართულებით გავა 17 საათზე)  სტარტაპ საქართველო" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15  „სტარტაპ საქართველო"  პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.

 

 

 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016