2017-03-29

„სტარტაპ საქართველომ” ღია კარის დღე გამართა

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღე გამართა, სადაც პროგრამის კოორდინატორებმა დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. „სტარტაპ საქართველო"პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15  

საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს" 70 გამარჯვებული ჰყავს. დამწყები საწარმოების (სტარტაპების)ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. „სტარტაპ საქართველო" პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად გამართავს.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016