2017-03-17
ვერტიკალური პარკირების მექანიზმის ტესტირება წარმატებით დასრულდა
„სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული პროექტის „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში" ავტორებმა კონსტრუქციის მექანიზმის ტესტირება მოაწყვეს, რაც წარმატებით დასრულდა. პარალელურად მიმდინარეობს კონსტრუქციის დიზაინის დახვეწის პროცესი. ავტომობილების ვერტიკალური პარკირების ელევატორულ სისტემა წარმოადგენს დასაშლელ-ასაწყობ ლითონის კოსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს. პროექტს ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები მალხაზ ცისკარიშვილი და ანზორ საკანდელიძე, ინჟინერ გამომგონებლები სერგო ჯორბენაძე და ფრიდონ გუნცაძე ახორციელებენ.