2016-12-30

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპის ელჩის“ სპეციალური პროგრამა დაიწყო

საპარტნიორო ფონდმა, სტარტაპ საქართველოს" პროგრამაში რეგიონების ჩართულობის გაზრდის მიზნით სპეციალური პროგრამა სტარტაპის ელჩი" დაიწყო.

პროგრამა გულისხმობს, ეკონომიკური განათლების მქონე სტუდენტების ჩართვას პოტენციური სტარტაპერების მოძიებაში მთელი საქართველოს მასშტაბით და მათთვის დახმარების გაწევას, იდეების ფორმულირებაში, კვალიფიციური ბიზნეს გეგმების მომზადებაში, განაცხადების შევსებაში. სანაცვლოდ, ასეთ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ რეალურ ბიზნეს პროექტებთან მუშაობის გამოცდილება, გაიარონ სტაჟირება „სტარტაპ საქართველო"-ში და ისარგებლონ დამატებითი კრედიტებით უმაღლეს სასწავლებლებში.

„ეს პროგრამა დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონებიდან საკუთარი საინტერესო და სიცოცხლისუნარიანი იდეები სტარტაპ საქართველოს" დახმარებით რეალურ პროექტებად აქციონ. ჩვენი ახალგაზრდები შეასრულებენსტარტაპ საქართველოს" ელჩების როლს, წარმოაჩენენ რა ამ პროგრამას ქალაქებსა და სოფლებში. საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ საინტერესო პროექტს რეგიონებიდან დასტარატაპ საქართველო" კიდევ უფრო სახალხო პროექტი გახდება," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა საწყის ეტაპზე შეხვედრები გამართეს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებთან თელავის, გორის, რუსთავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის უნივერსიტეტებში. აღსანიშნავია, რომ 300-მდე სტუდენტმა უკვე გამოხატა სურვილი ჩაერთოსსტარტაპის ელჩის" პროგრამაში.

„სტარტაპ საქართველო" პროგრამა ხორციელდება საპარტნიორო ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მაღალტექნოლოგიური და ინოვაციურ კომპონენტებისგან შედგება. დღეისათვის გამარჯვებულად 65 პროექტი გამოცხადდა.

პროექტების შერჩევა კონკურსის წესით ხდება. ახალი წლიდან „სტარტაპ საქართველოს" პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა განხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე მოხდება.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016