2016-11-21

ღია კარის დღე ტექნოპარკში

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" ღია კარის დღე მოაწყო კონკურსის აპლიკანტებისა და პოტენციური სტარტაპერებისთვის. პროექტის კოორდინატორებმა ტექნოპარკში შეკრებილი დაინტერესებული პირებისთვის სტარტაპის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს და მათ შეკითხვებს გასცეს პასუხები. საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.
15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტში გამარჯვებული ბიზნეს პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016