„სტარტაპ საქართველო" საპარტნიორო ფონდთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად იწყებს ტრენინგების კურსს „სტარტაპ საქართველოს" პროექტის მონაწილეებისთვის. ტრენინგებზე დასწრება შეუძლიათ იმ აპლიკანტებს, რომლებმაც გაიარეს ელექტრონული რეგისტრაცია „სტარტაპ საქართველოს" ვებ-გვერდზე. ტრენინგები 17 ოქტომბერიდან ტექნოპარკში ჩატარდება.