2016-09-01

„სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კონკურსში 36 -მა პროექტმა გაიმარჯვა

 სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური ნაწილის გამარჯვებულები გამოვლინდა. პროგრამის ბენეფიციარი 36 კონკურსანტი გახდა. გამარჯვებულთა შორის მოხვდა განაცხადები, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონიდან. პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინტერნეტ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ქიმიური მრეწველობის და სხვა სფეროებს მოიცავს„სტარტაპ საქართველოს" პირველი ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და პროექტ „სტარტაპ საქართველოს" ბენეფიციარები დაესწრნენ.   „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო" ორი კომპონენტისგან შედგება. 1. მაღალტექნოლოგიური და 2. ინოვაციური. ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი, რომელთაგან 20 გამარჯვებული ამა წლის 25 აგვისტოს გამოვლინდა, ხოლო ინოვაციურ ნაწილში 570 ბიზნესიდეა, რომელთაგან პროგრამის გამარჯვებული 36 პროექტი გახდა. "პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა სამთავრობო4-პუნქტიანიგეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც დროული და მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკური რეალობისთვის. განსაკუთრებით, კი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავლის ეკონომიკას ქმნიან. ბაზარზე არსებული მოთხოვნა განაცხადების სიმრავლემ დაადასტურა. სტარტაპი არის ბიზნესი, რომელსაც მასშტაბური და გლობალური ზრდა შეუძლია, წარმოშობს ახალ სამუშაო ადგილებს და დოვლათს, რაც საბოლოო ჯამში ადამიანების კეთილდღეობაზე აისახება. მთავრობამ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამით რეალური შანსი გააჩინა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის და ახალი ფინანსური პლატფორმის ჩამოყალიბებისთვის,”-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.  „სტარტაპ საქართველო" ერთჯერადი პროგრამა არ არის და განაცხადების მიღება გაგრძელდება. პერსპექტიული ბიზნეს იდეების ავტორებს, რომლებმაც პირველი ეტაპის შედეგებით ვერ გაიმარჯვეს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა პროგრამაში სწორედ, კონკურსის შემდგომ ეტაპზე მიიღონ. განმეორებით განხილვამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლებთან, რომლებიც პროექტის ავტორებს ურჩევენ, რა მიმართულებით იქნება უმჯობესი ბიზნეს იდეის დახვეწა. სტარტაპ საქართველო" ავტომატურად გადაიტანს მათ განაცხადებს შემდგომი კონკურსის განსახილველ ნუსხაში და ბიზნეს იდეის ავტორებს აღარ მოუწევთ აპლიკაციის ხელახლა შევსება. ასევე, დაგეგმილია ტრეინინგების ჩატარება კონკურსის მონაწილეთათვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და ცოდნა, თუ როგორ დაიწყოს ბიზნესი. ტრენინგების ხარჯებს სრულად დაფარავს შპსსტარტაპ საქართველო" და ,„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო". პროგრამის თანახმად, ყველა გამარჯვებულს ენიჭება უფლებასტარტაპ საქართველოსთან" გააფორმოს პარტნიორთა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი დაფინანსება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.სტარტაპ საქართველო" სს საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. „სტარტაპ საქართველო" გლობალურ სივრცეში კონკურენტუნარიანი იქნება. პროგრამა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად მომზადდა. პროგრამა ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს საკუთარი იდეა საქმედ აქციონ. პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყების, ან განვითარებისათვის, ეძლევათ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესისტარტაპ საქართველოს" პროგრამა გრძელდება. ზუსტი განრიგი გამოცხადდება სექტემბრის დასაწყისში ვებ გვერდზე http://startup.gov.ge/ შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ საინფორმაციო მეილზე info@startup.gov.ge, ან დარეკოთ ნომერზე: 032 2 30 59 15 სამუშაო საათებში.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016