2016-08-25

მაღალტექნოლოგიური კონკურსის გამარჯვებულები

მოცემული 49 გუნდიდან შეჯიბრში გაიმარჯვეს:

• Bubblestack - სრულად ავტომატიზირებული, ვებ-ინტეგრირებული ჰიდროპონიკული სისტემა

• Cnick - ხის ჭკვიანი ბეჭედი, რომელის საშუალებით მომხმარებელი განახორციელებს გადახდებს ტერმინალებსა და ტრანსპორტში

• David OS - ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების უნივერსალური სისტემა

• Edvex - ედვექსი მძღოლებს საშუალებას აძლევს საკუთარ მანქანებზე დროებითი რეკლამის განთავსებით გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი

• Hand4help - მოწყობილობა ხეიბარ ადამიანებს საშუალებას აძლევს კიდურების ნერვული დაბოლოებების მეშვეობით მართონ ხელის პროთეზი

• Health Hub - აპლიკაცია, რომელიც ქმნის პირდაპირ გაყიდვების არხს ურეცეპტო და რეცეპტიანი წამლებისათვის

• Innophage - ბაქტერიოფაგული ტექნოლოგიის გამოყენებით ჯანსაღი დიეტური საკვები დანამატების წარმოება

• Laser Combat - საბრძოლო თამაში, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას მისცემს უფრო რეალურად იგრძნონ ბრძოლის ველი

• Lingwing - უცხო ენების შემსწავლელ ვებ პლატფორმას

• LuckStock - პრემიუმ ხარისხის მუსიკის და აუდიო ფაილების სავაჭრო პლატფორმა

• OptioAI - განსხვავებული ციფრული მობილური საფულე პირადი ფინანსების დაგეგმვისა და მართვისათვის

• PawwwN - პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას გირაოს ბროკერებსა და მომხმარებლებს შორის

• Production of Verm Protein - ჭიაყელებისაგან სტრესული ცილების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია

• Qolga - სამედიცინო პრეპარატების ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმას

• QuickQash - ფინანსური შეფასების ინოვაციური პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის

• Styx - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მანქანის მფლობელებს და სატრანსპორტო სერვისის მომხმარებლებს

• Surgical OR Simulator - ვირტუალური სიმულატორი, რომელიც სამედიცინო სტუდენტებს ეხმარება პრაქტიკულად შეასრულონ ურთულესი ქირურგიული ოპერაციები

• Triplay - ონლაინ პლატფორმა მოგზაურთათვის

• VRex - ვიარექსი საშუალებას აძლევს ტურისტებს სასურველი ტურის დაგეგმვამდე ვირტუალური რეალობის მოწყობილობების საშუალებით მოინახულოს ღირსშესანიშნაობა

• WiseKettle - ელექტრო ჩაიდანი, გაგრილების ფუნქციით

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016