2016-08-25

„სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური კონკურსი წარმატებით დასრულდა

 პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში უკვე 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. 150-მდე განაცხადიდან 51 საუკეთესო, "სილიკონის ველის" საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. 51 ფინალისტიდან   გამოვლინდა 20 გამარჯვებული, რომელთაგან თითოეული 100 000 ლარით დაფინანსდება.გამარჯვებულებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა. სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ 5 გამარჯვებულს სლოვაკეთში ერთკვირიანი სტაჟირების სერთიფიკატები გადასცა. ფინალისტებს „სტარტაპ საქართველოს" სიმბოლო გადაეცათ, რომელიც ტექნოპარკში დამზადდა. მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. 

 


 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016