2016-08-15

,,სტარტაპ საქართველოს,, ფარგლებში სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორებისა და ექსპერტების ვიზიტი საქართველოში დაიწყო

14 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის საინვესტიციო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში საქართველოში ვენჩურული ინვესტორებისა და სილიკონ ველის ექსპერტების ვიზიტი დაიგეგმა. ვიზიტის პირველ დღეს მათ ტექნოპარკი მოინახულეს, გაეცნენ მის სერვისებს, პროგრამებს, პროექტებსა და ინფრასტრუქტურას, სადაც მომავალი 5 დღის განმავლობაში სტარტაპებთან ერთად იმუშავებენვენჩურულ ინვესტორებთან თანამშრომლობის საფუძველზე ,,სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის ფინალისტები ტრენინგების ციკლს 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით გაივლიან, რაც მათ მომზადებას უზრუნველყოფს ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსადგენად. ტრენინგების სესია 15 აგვისტოს ტექნოპარკში დაიწყება. ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში ჩამოსული 5 ექსპერტი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის 51 ფინალისტ სტარტაპთან 5 დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს. სამუშაო თემები შეეხება ვენჩურულ ინვესტორებთან თანამშრომლობას, სილიკონ ველის პრინციპების გაცნობას, სტარტაპის განვითარების პერსპექტივებს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზარს, დამწყები ბიზნესების ბიზნეს მოდულებსა და ფიჩინგისა და პრეზენტაციების უნარების დახვეწას. ტრენინგების განმავლობაში ფინალისტებს საშუალება მიეცემათ ინდივიდუალურად მიიღონ რჩევები ჩამოსული ექსპერტებისგან, რომლებსაც სფეროში უდიდესი გამოცდილება აქვთ. ისინი მუშაობენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორებიცაა MDI & Associates,NSI,Bay Area,FutureLab Consulting, Next Generation Ventures და ა.შ. ,,ფინალისტებისათვის ტრენინგების ჩატარების მთავარი ამოცანაა მოხდეს მათი პროექტების სტრუქტურის დახვეწა, გუნდების მომზადება ფიჩინგსა და პრეზენტაციებში, რათა ღირსეულად წარსდგნენ ისინი სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების წინაშე 24-დან 26 აგვისტოს ჩათვლით. არის სპეციალური ფორმატები და მოთხოვნები, რაც შერჩეულმა 51-მა ფინალისტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ვენჩურული ინვესტიციების ბაზარი საკმაოდ დაბალია, თუ შევადარებთ სილიკონის ველის, სადაც საინვესტიციო კაპიტალის 75%-ია კონცენტრირებული. სტატისტიკურად, 2016 წელს ინვესტიციების 91%, რაც 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. საჭიროა, ჩვენ გამოვიყენოთ აღნიშნული უდიდესი პრაქტიკა, შევუქმნათ სტარტაპებს საჭირო გარემო გასავითარებლად და მივცეთ შანსი მაღალი დონის პროფესიონალებისგან ისწავლონ, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და დააკმაყოფილონ ყველა მოთხოვნა და კრიტერიუმი."- განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.  24-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ,,სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტები 5 დღიანი ინტენსიური ტრენინგის შემდეგ უკვე სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან, სადაც მათ შეეძლებათ საკუთარი ბიზნეს იდეა რამდენიმე წუთში მოწვეულ ინვესტორებს გააცნონ და გამარჯვებისათვის იბრძოლონ. ვენჩურული ინვესტორები წამყვანი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ინოვაციების სფეროში უმსხვილეს პროექტებზე მუშაობენ და უდიდესი გამოცდილება აქვთ. მათ მიერ შერჩეული ფინალისტები განისაზღვრებიან გლობალური პოტენციალისა დაზრდის პერსპექტივის შესაძლებლობის მიხედვით. ინოვაციური ბიზნესის წარმოებისათვის ჯამში პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. აქედან მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 17 ივნისიდან 17 ივლისამდე 150-მდე განაცხადი გაკეთდა, მათ შორის კი 51 ფინალისტია, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. 3 კვირის განმავლობაში შემოსული განაცხადების შეფასებას საერთაშორისო ექსპერტები"სილიკონის ველიდან” აფასებდნენ. იმ პროექტებს, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს საერთაშორისო მოთხოვნები და პრინციპები, გათვლა გააკეთეს მხოლოდ საქართველოს ბაზარზე და ვერ გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალში ხელს შეუწყობს განვითარებასა და წინსვლაში. შეგახსენებთ, რომ სტარტაპები პროგრამის ფარგლებში 15 000-დან 100 000 ლარამდე ფინანსდება, ამასთან, ბენეფიციარს არ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება. გამარჯვებული მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეები ფიჩინგის სესიების შემდეგ გამოცხადდება.​

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016