2016-07-11

აჭარაში "სტარტაპის" როგრამის პრეზენტაცია გაიმართა

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მორიგი პრეზენტაცია აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის გაიმართა. პროგრამის კოორდინატორებმა ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესების დაპირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობის დავალებით, საპრტნიორო ფონდმა დაინოვაციების დატექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის"განხორციელება 17 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია მათ ვისაცარ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარსგამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრომეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ანპირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდიკაპიტალის სახითშეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამმოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლომისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულმცირე 45%-იანიშენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანითანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება50%-იანი ანმეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილიერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროსბენეფიციარს აღარმოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება დამისი წილიკომპანიაში 95% იქნება. განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის17 ივნისიდან დაგაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი დაპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაცგანთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელიხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესითშემდეგ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი 12 ივლისს ოზურგეთსა და ზუგდიდში, ხოლო 13 ივლისს ქუთაისსა დაამბროლაურში გამართავს. ამასთან, მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღიაკარის დღეზე,რომელიც გაიმართება: 14 და 28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016