2016-07-12

რუხის სავაჭრო ცენტრში "სტარტაპების" პრეზენტაცია გაიმართა

რუხის სავაჭრო ცენტრში საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მორიგი პრეზენტაცია სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონისთვის გამართა. პროგრამის კოორდინატორებმა რუხის სავაჭრო ცენტრშ შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესების დაპირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. პრეზენტაციაზე ერთ ერთმა ადგილობრივმა საკუთარი ბიზნეს იდეის ნიმუში წარმოადგინა და მის ინოვაციურობაზე ისაუბრა. მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საპრტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის"განხორციელება 17 ივნისს დაიწყოპროგრამის მიზანია მათვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესიპროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარსგამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრომეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოსპროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი,ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსებასაპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველოთითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალკომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახითმხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ისოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანიან მეტი წილის მფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორებიუნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთდროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნებაგანაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა,შევსების წესიდა პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისიასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი+995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით„სტარტაპ საქართველოს" შემდეგ პრეზენტაცია 13 ივლისს ქუთაისსა და ამბროლაურში გაიმართება. ამასთან, მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება: 14 და28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.



 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016