ინოვაცია


ინოვაცია - ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება, რომელიც მათ შორის შესაძლებელია გამოხატულ იქნეს შემდეგი სახით:
  • ინოვაციური პროდუქტი - ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური ღირებულება და რომელიც არ გულისხმობს სხვა პირის მიერ შემუშავებული ან წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მხოლოდ ესთეტიკური ბუნების ცვლილებას
  • ინოვაციური პროცესი - ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წარმოების ან მომსახურების მეთოდის გამოყენება და რომელიც პირისთვის წარმოადგენს სიახლეს ან გაუმჯობესებას, იმის მიუხედავად ეს პროცესი შექმნილია თუ არა სხვა პირის მიერ
  • ორგანიზაციული ინოვაცია - მენეჯმენტის სტრუქტურის ან მეთოდის ახალი ან მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამიზნულია ორგანიზაციაში პროდუქტის ან მომსახურების ხარისხის ან/და ცოდნის გამოყენების გასაუმჯობესებლად ან ბიზნესის ეფექტიანობის გასაზრდელად
  • ინოვაციური მარკეტინგი - ახალი მარკეტინგის მეთოდის გამოყენება, მათ შორის მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქტის დიზაინში, შეფუთვაში და ამ პროდუქტის პოპულარიზაციაში


ინოვაციური საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურებას შესაქმნელად



  • დაგვიკავშირდით
    032 2 51 42 42
  • ელ-ფოსტა
    info@startup.ge
  • მისამართი
    თაბუკაშვილის ქ. 12